პროექტის სახელი  
„დაბინძურებული წყალი და გარემო“
პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით .
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იკვლევენ თუ რაოდენ საშიშია დაბინძურებული წყლის მიღება, როგორც ადამიანებისთვის ისე ცხოველებისთვის. ისინი ინფორმაციას თემის შესახებ მოიპოვებენ როგორც თემში(რაიონში,კონკრეტულად იქ სადაც წყალი ბინძურდება) გამოკითხვის საშუალებით ისე სახელმძღვანელოებისა და ინტერნეტის საშუალებით. მათი მიზანი იქნება დაბინძურებული წყლის გაწმენდა.                          
პროექტის სრული აღწერა
 მოსწავლეებს შევთავაზე რამოდენიმე საპროექტო თემა. შეთავაზებული თემებიდან ავარჩიეთ ერთი  რომელიც მოსწავლეებისთვის იყო საინტერესო  ეს თემა აღმოჩნდა   „დაბინძურებული წყალი და გარემო“.შემდეგ  ვიწყებთ თემის ანალიზს და ვწერთ პროექტის გეგმას. მოსწავლეებს ვუტარებ მინი ლექციას, ვახდენ მათ დაინტერესება–გამოწვევას, რათა უფრო აქტიური იყოს მათი პროექტში ჩართულობა.
მოსწავლეები სამუშაოს ასრულებენ წყვილებში. მათი ამოცანა იქნება:
 წყლის დაბინძურების მიზეზების დადგენა.პირველი დავალების შესრულების შემდეგ მათ ეძლევათ მეორე დავალება   
როგორ შეიძლება დაბინძურებული წყლის გაწმენდა– ფილტრაცია.
ამ ორი დავალების შემდეგ მოსწავლეები შეაჯერებენ მოპოვებულ ინფორმაციას და გამართავენ პრეზენტაციას. პრეზენტაციის გამართვის შემდეგ მოსწავლეები ასრულებენ მესამე დავალებას და ეს დავალება იქნება:
წყლის გაწმენდის შესახებ რაიონოს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.
მონაწილეთა ასაკი  15–16 წელი 
ვადები / ხანგრძლივობა– 3 თვე
მიზნები / მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეების მუშაობის შემდეგ დადგინდება წყლის დაბინძურების მიზეზები, რაიონის მოსახლეობა მუდმივად იქნება ინფორმირებული სასმელი წყლის ხარისხის შესახებ. მოსალოდნელი იქნება მოსახლეობამ მოიძიოს წყლის ფილტრი.
სარგებელი სხვებისთვის
რაიონის მოსახლეობა მიიღებს  ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წყალს და ეცოდინება წყლის დაბინძურების მიზეზი.
სამუშაო ენა  ქართული
პროექტის ფასილიტატორი
თინათინ ლაბაძე
ფასილიტატორის ელ. ფოსტა tikalabadze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი ბლოგი